განახლებული ასლგადამღები აპარატების იჯარა

ეს აპრობირებული ფორმაა დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით საბიუჯეტო უწყებებში. მას უამრავი უპირატესობა გააჩნია აპარატების შეძენასთან შედარებით:

- რენტაბელობა - თითოეული ქსეროასლი ნაკლები დანახარჯებით.
- აპარატის ბრენდს, მოდელს და რაოდენობას ირჩევთ მიმდინარე მოთხოვნილების შესაბამისად.
- არ ზრუნავთ მოძველებული ტექნიკის ჩამოწერაზე.
- არ იხდით ქონების გადასახადს.
 - არ ზრუნავთ სახარჯი მასალებით და სათადარიგო  ნაწილებით მომარაგებაზე.
- მოხსნილი გაქვთ ტექნიკური მომსახურების პრობლემა - უმთავრესი პრობლემა ამ სფეროში.
- იგებთ დროს - ყოველი დაზიანებული დეტალისთვის და აპარატის რემონტისთვის თქვენ აღარ გიწევთ ტენდერის გამოცხადება და აპარატის თვეობით გაჩერება.
სორტირებით-სტეპლერით-პრინტით ასლგადამღები აპარატების საიჯარო გადასახადი განისაზღვრება 0,025 ლარით თითოეული ა-4 ფორმატის ასლისთვის.
ფასი შეიცავს ტონერის, ამორტიზაციის და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს, ანუ ყველა ხარჯს ქაღალდის და ელექტროენერგიის გარდა.

მცირე ვადით აპარატების იჯარის შემთხვევაში ფასი შეთანხმებით.

კორპორატიული კლიენტებისთვის მოქმედებს სპეციალური სახელშეკრულებო ფასები.

აღნიშნული ფასები შეიცავს დღგ-ს.

 

Scroll to Top